ავარია მარნეული-თბილისის გზაზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1745688186
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, "2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა."
ამის შესახებ ქვრივიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო
მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში
ოთხმა ავიაკომპანიამ დაიწყო საქართველოში პირდაპირი ფრენები - ლონდონი, ჟენევა, ციურიხი, მილანისა და პარიზის მიმართულებით
გაზრდილია ავიაკომპანიების, მიმართულებებისა და ფრენის სიხშირეების რაოდენობა
ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა (წყარო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია - STR global)
Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 1.5% -ით და საშუალო დღიური ფასი 7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)" - წერს ქვრივიშვილი.