„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსთან, მაჰმუთ დემირთაშთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე ისაუბრეს.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს და გამოხატა მზაობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე სხვადასხვა მიმართულებით.
საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას.
შეხვედრის დასასრულს, მაჰმუთ დემირთაშმა აღნიშნა, რომ თურქული მხარისთვის საქართველოს სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ არსებული კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. სტუმარმა ასევე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრისა და გულთბილი მასპინძლობისთვის“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.