1761855398
„3 წლის და 12 წლის ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ...“ - ჰემატოლოგი მშობლებს მიმართავს
„ანტიბიოტიკები, გასახდომი მედიკამენტები, ჭიის წამლები - ღვიძლის დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მედიკამენტების არამიზნობრივი მიღება“ - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ჰეპატოლოგი, ინფექციონისტი, კახაბერ ჩომახიძე საუბრობს.
მისივე თქმით,
„1000-მდე პრეპარატია აღწერილი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა. უკმარისობა და არა დაზიანება. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მივიღოთ ეს პრეპარატი. აუცილებლად მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან ექიმმა უნდა ნახოს პაციენტის დინამიკა. ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გვქონდა 9 შემთხვევა ჭიის წამლით გამოწვეული. ორ ბავშვს გადანერგვა დასჭირდა. 3 წლის და 12 წლის ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ“, - ამბობს კახაბერ ჩომახიძე.












