11 წლის ქალიშვილს დანით ემუქრებოდა - პოლონეთში 39 წლის ქართველი დააკავეს

დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

პოლონეთის ქალაქ ლიპსკოში საქართველოს 39 წლის მოქალაქე დააკავეს არასრულწლოვან ქალიშვილზე ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. ი

პოლონური მედიისა და ლიპსკოს პოლიციის ინფორმაციით, გასულ კვირას ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ოჯახში ჩხუბი დაიწყო და 11 წლის ქალიშვილს დანით სიცოცხლის მოსპობას დაემუქრა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და კიდევ სამი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა ასაკი 15, 12 და 2 წელია.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე პოლიციის პატრული მივიდა, რომელმაც მამაკაცი დააკავა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა.