1778490288
ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და
ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ
ზვიადაურმა საპროცესო
შეთანხმების საფუძველზე
საპატიმრო დატოვა.
საპროცესო შეთანხმების
ფაქტს, ზვიადაურის
ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე
ადასტურებს.ადვოკატის
ინფორმაციით, ზვიადაურმა
ციხე 2026 წლის მარტში,
შეთანხმების პირობების
შესაბამისად
დატოვა.საბოლოოდ,
სპორტსმენს 6 თვით
თავისუფლების აღკვეთა, 4
წლის ვადით პირობითი
მსჯავრი და 5 000-ლარიანი
ჯარიმა
განესაზღვრა.ზვიადაური 2025
წლის 17 სექტემბერს იარაღის
უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების
ბრალდებით დააკავეს. მას
5-წლიანი პატიმრობა
ემუქრებოდა.ჯერ კიდევ
ნაფიცი მსსჯულების
შერჩევის პროცესშია 2021 წელს
მომხდარი მკვლელობის
საქმე, სადაც ზვიადაური
ბრალდებულია.კოტრიკაძის
ინფორმაციით, ნაფიცი
მსაჯულების შერჩევის
პროცესი მომდევნო
კვირისთვისაა
გადადებული.საქმის
განხილვა სავარაუდოდ,
სექტემბრის თვეში
დაიწყება.