5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება
1748547198
როგორ და სად მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება? ბრალდებული განმარტებების გაკეთებას ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე აპირებს. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილი ანონიმური შეტყობინების საფუძველზე 26 მაისს წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს.
მას ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების გამო 11 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მისჯილი აქვს.
ამასთან, ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კიდევ ორ საქმეზე - საუბარია საზღვრის უკანონო კვეთასა და "მტკვარი ჰესის" ეპიზოდზე.