დონალდ ტრამპის თქმით, შესაძლებელია ის ჩინეთთან და რუსეთთან ერთად ბირთვული განიარაღების გეგმაზე მუშაობდეს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ის ჩინეთთან და რუსეთთან ერთად ბირთვული განიარაღების გეგმაზე მუშაობდეს.

განცხადება ტრამპმა მაიამიში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე გააკეთა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში ნომერი პირველი ბირთვული ძალაა.

„ჩვენ ხელახლა შევქმენით ჩვენი ბირთვული ძალა. ჩვენ ვართ პირველი ბირთვული ძალა, რის აღიარებაც არ მინდა, რადგან ეს საშინელებაა. რუსეთი მეორეა, ჩინეთი - მესამე, მაგრამ ისინი ოთხ ან ხუთ წელიწადში დაგვეწევიან. შესაძლოა, ჩვენ სამივე ერთად ბირთვული განიარაღების გეგმაზე ვმუშაობდეთ. ვნახოთ, იმუშავებს თუ არა ეს“, - თქვა ტრამპმა.