ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ განმარტებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახურ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ განმარტებას ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ყოფილი თანამშრომლის ნატო ბოლქვაძის განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს მის მიმართ უწყების მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესახებ და განმარტავს, რომ შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსის, ნატო ბოლქვაძის მიმართ, გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - ,,სამსახურიდან გათავისუფლება“ და ის აღნიშნული თანამდებობიდან, კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარე წლის 1 ივნისს გათავისუფლდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.