სტიქია კახეთში - ახმეტის სოფელი მატანი დაისეტყვა

სეტყვა მანავში

ძლიერი სეტყვა იყო კახეთში. ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელი მატანი დაისეტყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10 წუთს გრძელდებოდა.

სოფელში ამბობენ, რომ ჯერჯერობით დაზუსტებული არ აქვთ რა ზარალი მიაყენა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ვენახებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს.