საქართველოს საელჩო ისრაელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1749798059
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, სოფელ ტყემლანაში საავტომობილო გზის 1600 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება დასრულდა. პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს გვერდულების მოწყობა.
საგაზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. პროექტის ღირებულება 740 000 ლარია.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლები, კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ.