დედოფლისწყაროში 4 ადამიანი დაჭრეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1750693715
სათამაშო ბავშვისთვის მხოლოდ გასართობი ნივთი არ არის. მეტიც, თურმე ის, თუ როგორი ტიპის სათამაშოს ირჩევს ბავშვი - ხშირად მის ინტერესებზე, შესაძლებლობასა და ხასიათზე იმაზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ასევე, აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობას 2 000-მდე მოზარდი იღებდა - აჩვენა, რომ საყვარელი სათამაშო გავლენას პროფესიულ არჩევანზეც ახდენს. კვლევაში მონაწილე ყოველი 3 ადამიანიდან 1-მა განაცხადა, რომ ცხოვრება სწორედ იმ პროფესიას დაუკავშირა, რომლითაც ჯერ კიდევ ბავშვობაში ერთობოდა.
ექსპერიმენტის შემდეგ მეცნიერებმა პროცენტული მონაცემებიც შემოგვთავაზეს, რომლის მიხედვითაც - პროფესიულ არჩევანზე გავლენას 32%-ით ბავშვობის საყვარელი სათამაშო ახდენს; 34%-ით ზემოქმედებს მშობლების პროფესია; 17-17%-ით კი მედია და გარშემომყოფების აზრი;
ასევე, საინტერესოა ბრიტანელი ფსიქოლოგების პოზიციაც, რომლებიც ამბობენ, რომ როგორი წესებითაც თამაშობს ადამიანი ბავშვობაში, იმავე პრინციპებით ხელმძღვანელობს ზრდასრულ ასაკში.
ახლა კი დავიწყოთ და დეტალურად მიმოვიხილოთ, თუ რას ამბობს ჩვენს ხასიათზე საყვარელი სათამაშო:
ფსიქოლოგების თქმით, თუ ბავშვობაში ფანქრებით, საღებავითა და პლასტელინით ერთობოდით - ეს ნიშნავს რომ კრეატიული და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. უპირატესობას იმ გარემოს ანიჭებთ, სადაც თავისუფლად გრძნობთ თავს. ახალი იდეები ხშირად უცნაურ და უჩვეულო სიტუაციებში მოგდით. ალტერნატიულ გზებს გარშემომყოფებზე ადრე ხედავთ; უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი სათამაშოები ავითარებს ხელის მოტორიკას, ფერების აღქმასა და თვითგამოხატვის უნარს.
ლეგოების, კონსტრუქტორებისა და ფაზლების მოყვარულები შემოქმედებითი და სტრატეგიული აზროვნებით არიან დაჯილდოებულები. რთული სიტუაციებიდან გამოსავალს გარშემომყოფებზე სწრაფად პოულობენ - შესაბამისად, პრობლემებსაც მარტივად ჭრიან. განსაკუთრებულ ყურადღებას წესრიგს ანიჭებენ და პატარა დეტალებს მალევე ამჩნევენ. ამასთანავე ფაზლები, ლეგოები, კონსტრუქტორები და ბლოკები ბავშვს ლოგიკური აზროვნებას უვითარებს და მოთმინებას ასწავლის.