არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
ნებისმიერი საკადრო ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, არსებული ვითარების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება, - განუცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბათუმში.
მან აჭარის რეგიონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისივე თქმით, საჭიროება რომ არ ყოფილიყო, საკადრო ცვლილებები არ განხორციელდებოდა.
„ყველა ცვლილება ემსახურება გაჯანსაღებას, ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ჩვენ გვაქვს ზე ამბიციური მიზნები, მათ შორის განვითარების თვალსაზრისით, ნებისმიერი თვალსაზრისით, რაც ეხება მენეჯმენტის გაუმჯობესებას. ჩვენ დავაანონსეთ, მაგალითისთვის ერთ მიმართულებას ავიღებ, მსოფლიოში უნდა ვიყოთ პირველ სამეულში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
როდესაც ამ ამბიციურ მიზნებზე ვსაუბრობთ, ნებისმიერი განახლება ემსახურება ამ გზაზე კიდევ უფრო მკაცრი, ხისტი სიარულის უპირატეს მიზანს და ეს თავის მხრივ შემდეგ სუვერენიტეტის გაძლიერებასაც უზრუნველყოფს, ბუნებრივია, კეთილდღეობის გაძლიერებასაც, საერთოდ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი არ უნდა იყოს - მინიმუმ, უნდა იყოს რაღაც სოციალური გაუმჯობესება უახლოეს პერიოდში. ჩვენ დიდი ხანია, ამ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი არ გვქონდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენ შევძელით, ნაკლები იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ჩვენ ამით კმაყოფილები ვერანაირად ვერ ვიქნებით, რაც დღეს გვაქვს, რადგან როდესაც რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ქვეყანაში კიდევ სიღარიბის მიღმაა, ამაზე შეიძლება საერთოდ არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ რადგან მე ამაზე საუბარს ვბედავ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რადგან დინამიკა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მენეჯმენტის გაუმჯობესება, მმართველობითი ფორმის გაუმჯობესება, დახვეწა, რეფორმები ამას კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს, ამიტომ ვბედავთ თითოეული ჩვენგანი ამაზე საუბარს.
გვაქვს იმედიც და მიმდინარე საკითხებიც ამაზე მეტყველებს. სწორედ ამის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.