„თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია...“ - ეზოტერიკოსი
1747338413
აშშ-ში წყვილს და მათ ქალიშვილს მზრუნველობაში მყოფი 6 ბავშვის მიმართ ძალადობისთვის ბრალი წარუდგინეს. ისინი ბავშვებს აწამებდნენ ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქიკურად. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, წყვილი 60 წლისები არიან, ხოლო მათი ქალიშვილი 23 წლის. ისინი 12 მაისს დააკავეს.
პოლიციამ ფაქტის შესახებ უცნობი პირისგან ზარი 13 თებერვალს მიიღო. ბავშვები დაუყოვნებლივ გაიყვანეს სახლიდან.
ბრალდებების თანახმად, მინდობით აღზრდილი ბავშვები 4-დან 16 წლამდე ასაკის იყვნენ.
„ძალადობა მოიცავდა ყოველდღიურ ცემას, გონების დაკარგვამდე დახრჩობას და ბავშვებისთვის საკვებისა და წყლის შეზღუდვას“, - ნათქვამია პრესრელიზში.
„არასდროს გამიგია ხმები მათი სახლიდან. ნაგავი როცა გამქონდა, ვხედავდი, რომ მათი ურნები საჭმლით იყო სავსე, ამიტომ ვერ ვიჯერებ, რომ საჭმელი არ ჰქონდათ. ისინი საკმაოდ ნორმალურები იყვნენ“,- ამბობს მეზობელი.
„როცა ბავშვები გარეთ გამოდიოდნენ, მე მათ ნაყინს ვაძლევდი და ისინი არასდროს არაფერს მეუბნებოდნენ“,- აღნიშნავს მეზობელი.
სამივე ბრალდებულს 1,000,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.