„ბოლო წამს შეიცვალა მონაცემები...“ - რატომ არ თამაშობს კვარა დღევანდელ მატჩზე
1748114853
ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.
“კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ყოვლისმომცველი განვითარებისკენ და თავისი კუთვნილი ადგილი უკავია საერთაშორისო ასპარეზზე, ყაზახეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.
მიმდინარე წლის თებერვალში ყაზახეთში თქვენმა ოფიციალურმა ვიზიტმა ახალი იმპულსი მისცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის „შუა დერეფნის“ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას”, - აღნიშნულია ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.