ცნობილია 28 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ბათუმში მოკლეს
1748202692
ვის მოუწევს დაიცვას ერეკლე გეწაძის უსაფრთხოება, როცა პირდაპირი მუქარაა რუსეთის მხრიდან და საქმეც აღძრეს უკვე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე როგორც აღკვეთა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა, მას შემდეგ რაც პუტინს დედა აგინა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ ფაქტზე საზოგადოების ნაწილი ისე ღლიცინებს, თითქოს, რუსეთს არ ჰქონდეს გეწაძეზე შურისძიების ბერკეტი.
დობორჯგინიძის თქმით, მარტივია ურა-პატრიოტიზმი, მაგრამ მოცემულობა არის ის, რომ რუსეთი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა სსრკ-ს დაშლის შემდეგ და ამას ნატოს გენერალური მდივანიც ადასტურებს.
“ვის მოუწევს დაიცვას ერეკლე გეწაძის უსაფრთხოება, როცა პირდაპირი მუქარაა რუსეთის მხრიდან და საქმეც აღძრეს უკვე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე როგორც აღკვეთა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა, მას შემდეგ რაც პუტინს დედა აგინა. ქართულ სამართალდამცავ უწყებებს მოუწევთ იმ ყველაფერთან გამკლავება, რასაც რუსეთის სამართალდამცავი უწყებები დაგეგმავენ, რასაც ეს პერფორმანსი გამოიწვევს, რომელზეც დგახართ და ღლიცინებთ, თითქოს რუსეთს არ ჰქონდეს ბერკეტები მკვლელობა დაგეგმოს. მარტივია ურა-პატრიოტიზმი, დააფსი დროშას, დაგიკრავენ ტაშს, მაგრამ რამდენიც უნდა ვაფსათ რუსეთის დროშას მოცემულობა არის შემდეგი: რუსეთი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა სსრკ-ს დაშლის შემდეგ. ნატოს გენმდივანის თანახმად, რუსეთი ოთხჯერ მეტ საბრძოლო მასალას ვიდრე ნატოს ქვეყნები.
რუსეთის 2025 წლის ბიუჯეტში, თავდაცვისთვის 13.5 ტრილიონი რუბლია ($145 მილიარდი) გამოყოფილი, მშპ-ს 6.5% , სრული ბიუჯეტის ხარჯების 32.5%-ს. ბიუჯეტის მესამედს დახარჯავს თავდაცვით ხარჯებში. ცალკე ეროვნული უსაფრთხოების ხარჯებისთვის 3.5 ტრილიონი რუბლია გამოყოფილი. ჯამურად თავდაცვის და უსაფრთხოების ხარჯები იქნება 17 ტრილიონი რუბლი, ხარჯების 41% და მშპ-ს 8%. ამის პარალელურად, მომდევნო წლების განმავლობაში დედამიწის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი გახდება არქტიკა. კლიმატის ცვლილების გამო, არქტიკული ყინული ლღვება და გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ოდენობით აღმოუჩენელი ბუნებრივი აირის და ნავთობის ექსტრაქცია მარტივდება, ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტი ევროპას და აზიას შორის ხდება ჩრდილოეთის საზღვაო დერეფანი, რომელიც 40%-ით ამცირებს მანძილს სუეცის არხთან შედარებით.
ამ დროს, რუსეთი არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ბირთვული ყინულმჭრელები და ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურა არქტიკაში, რის გამოც აქვს უპირატესობა ნატოს ქვეყნებზე. ამ დროს ამერიკას აქვს გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან და არავინ ჩვენ არ დაგვიცავს საჭიროების შემთხვევაში. ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვართ და არ სჭირდება ამას არც დიფსთეითი და არავის მიერ ომის წაქეზება, არამედ სიტუაცია რომელშიც ვართ არის სახიფათო და ის ემოციური და აფექტური მიდგომები რაც არსებობს, არის სახიფათო ქვეყნისთვის.” - წერს ზაზა დობორჯგინიძე Facebook-ზე.
ტონგაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1748201081