კვიპროსის ქალაქ ნიქოზიას მუნიციპალიტეტის ძველი მერიის შენობის ფასადი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ნიქოზია

კვიპროსის ქალაქ ნიქოზიას მუნიციპალიტეტის ძველი მერიის შენობის ფასადი საქართველოს დროშის ფერებში განათდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს დროშის ფერებშია განათებული ცნობილი არქიტექტორის ZAHA HADIDI-ს მიერ დაპროექტებული ცენტრალური პარკი (Elevtherias Square).