„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
„ახლო აღმოსავლეთი გაცილებით დიდი დამანგრეველი პოტენციალის შემცველია...“ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„უფრო რეალურად ჩანს ესკალაციის სცენარი, რაც, რა თქმა უნდა, არავის უნდა უხაროდეს; და აქ, ახლა, მე ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ უნდა გავაკეთო ერთი მოწოდება. ძალიან გთხოვთ – ომის დროს, როცა ქვეყანა ომშია ჩაბმული, ხალხი იღუპება და ქალაქები ინგრევა – ამ დროს ყველაზე მეტად ამახსოვრდებათ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციები. გავანებოთ თავი, ერთის მხრივ, ისრაელის და ირანის ლანძღვას“, – განაცხადა მანჯავიძემ.