1692302192
უნგრეთი და საქართველო, ორი სუვერენული ქვეყანა უარს ამბობს, იყოს პაიკი ვინმეს ომში, ჩვენ უარვყოფთ შანტაჟს და ვირჩევთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზას, მოდით, შევუდგეთ მუშაობას - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ორბანი წერს, უნგრეთი და საქართველო უარს ამბობენ, იყვნენ პაიკი ვინმეს ომში.
„მიმდინარე წელს მეოთხე შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. უნგრეთი და საქართველო, ორი სუვერენული ქვეყანა უარს ამბობს, იყოს პაიკი ვინმეს ომში. ჩვენ უარვყოფთ შანტაჟს, ვეწინააღმდეგებით ზეწოლას და ვირჩევთ ზრდის, ენერგოუსაფრთხოებისა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზას. მოდით, შევუდგეთ მუშაობას“, – წერს ვიქტორ ორბანი.