თურქეთთან, გარდა საზღვრისა, ძალიან ბევრი გადაკვეთის წერტილი გვაქვს და სამომავლოდ კიდევ უფრო ხშირი იქნება ჩვენი შეხვედრები - ილია ინჯია

ილია ინჯია

"[თურქეთთან] გარდა საზღვრისა, ძალიან ბევრი გადაკვეთის წერტილი გვაქვს და სამომავლოდ კიდევ უფრო ხშირი იქნება ჩვენი შეხვედრები", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" წევრმა ილია ინჯიამ განაცხადა.

"ძალიან ბევრ თემას შევეხეთ, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენმა და თურქეთის საპარლამენტო დელეგაციამ აღნიშნა, არის იმ მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება ჩვენს რეგიონში, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დღეს. რა თქმა უნდა, შევეხეთ ეკონომიურ მიმართულებას, პოლიტიკურ ხედვებს.

გარდა საზღვრისა, ჩვენ ძალიან ბევრი გადაკვეთის წერტილი გვაქვს და სამომავლოდ კიდევ უფრო ხშირი იქნება ჩვენი შეხვედრები", - განაცხადა ილია ინჯიამ.

საპარლამენტო დელეგაციამ თურქეთში ვიზიტი დაასრულა. შედეგებზე შემაჯამებელი კომენტარი მედიასთან შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მან თურქეთში გამართული შეხვედრების კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის საუბრის თემა, სწორედ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ის მნიშვნელოვანი პროექტები იყო, რომელსაც საფუძველი წლების წინ ჩაეყარა. ვიზიტის ფარგლებში სპიკერი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს და მეგობარი ჯგუფის წევრებს შეხვდა.