VIDEO: როგორ გამოიყურება თავშესაფრები ისრაელში - ქართველები ვიდეოს ავრცელებენ

ისრაელი

ისრაელში მცხოვრები ქართველი და ტიკ-ტოკერი მარიამ ცომაია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, როგორ გამოიყურება სახლის თავშესაფრები ისრაელში.

შეგახსენებთ, რომ  13 ივნისის ღამეს ისრაელმა ოპერაცია “აღმავალი ლომის” ფარგლებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე, სამხედრო მეთაურებსა და ბირთვული პროგრამის მეცნიერებზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა.

იერიშის დღესვე დადასტურდა ირანის დაზვერვის უფროსის, მოჰამად ყაზემისა და მისი მოადგილის, ჰასან მოჰაქიქის სიკვდილიც. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის მიმართულებით 280-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა დიდი ნაწილიც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია, ნაწილი კი ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ირანის კონტრშეტევას ისრაელში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა.

ურთიერთთავდასხმები ისრაელსა და ირანს შორის ამ დრომდე გრძელდება და გაურკვეველია ეს თავდასხმები რამდენიმე დღეში დიპლომატიის ძალით დასრულდება, თუ ამ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ომის საწყის ფაზას ვადევნებთ თვალს. 15 ივნისს ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ირანი ქალების, ბავშვებისა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისთვის ძალიან დიდ ფასს გადაიხდიდა.

 

ნახეთ ვიდეო ⇓

 

@mariamtsom თავშესაფრები, რომლებიც სახლებშია 🇮🇱 #CapCut #mariamtsom #georgianinisrael #israel #war #fyp ♬ original sound - Mariamtsom