თითქოს რაღაც პოლიტიკური ამინდის შექმნა უნდა ვიღაცას, ბუნებრივია, პოლიტიკური სპეკულაციაა" - ზურაბ რურუა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე

ზუკა რურუა

 ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარე კვირიდან გაგრძელდება.

გამოძიების ფარგლებში, უკვე გამოკითხულია 10 პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ხუხაშვილი.

მათი თქმით, ჯორბენაძის საქმეს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს თავად ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის წერილსაც საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს.

"თითქოს რაღაც პოლიტიკური ამინდის შექმნა უნდა ვიღაცას. არ აქვს მნიშვნელობა ვის, მერე ვიღაცა აჰყვება ამ თემას და, როდესაც ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯს და წავა გამოძიება, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე ან დაკითხვაზე დაიბარებენ ვინმეს, ეგრევე უკან იხევს ყველა.

სამართალდამცავი ორგანოები შეუდგნენ მუშაობას, დაიწყეს ამაზე გამოძიება და ამ დროს ვინც ამას იძახდა, მერე უკან იხევს ხომ? - ეს, ბუნებრივია, პოლიტიკური სპეკულაციაა," - აღნიშნა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.