გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
1788723174
წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თამო ვაშალომიძე მორიგ პოსტს აქვეყნებს.
"წითელ ხალიჩაზე გასვლის დრო სტუმრის სურვილზე არ არის დამოკიდებული. პროცესს ორგანიზატორები აკონტროლებენ და თავად გეუბნებიან, როდის უნდა გახვიდე. ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა: როცა ჩემი დრო მოვიდა, მითხრეს, რომ უნდა გავსულიყავი.
წითელ ხალიჩაზე რამდენიმე გადასაღები ზონაა. ერთ მხარეს ფოტოგრაფები არიან, მეორე მხარეს ვიდეოგრაფები, შემდეგ კი ცენტრალურ ნაწილში გადადიხარ, სადაც ასევე გაქვს პოზირებისთვის გამოყოფილი დრო, და ბოლოს, გასასვლელის ზონაა.
ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა დაწერა, თითქოს მე „შევიჭერი“. არა, როცა ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ ჩემი დრო იყო, გავედი და დაცვის თანამშრომლების მხრიდან არანაირი პრობლემა ან შენიშვნა არ ყოფილა.
რაც შეეხება კონკრეტული ფოტოგრაფის დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ამის ყურება სასიამოვნო არ იყო, თუმცა საბედნიეროდ ყველა ასეთი არ არის.
ჯორჯინა ულამაზესი ქალია და მასაც, ისევე როგორც ყველა ქალს, ბევრ წარმატებას ვუსურვებ.
და თქვენ თითოეულ ადამიანს, ვინც ამდენი თბილი მესიჯი მომწერეთ და მხარში დამიდექით დიდი მადლობა!" - წერს ვაშალომიძე.