„ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს“ - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
1781712349
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა.
„მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ნანუკა ჟორჟოლიანია. სააკაშვილის თქმით, პარტიაში ძირეული ცვლილებები იქნება.