რომელ უნივერსიტეტებში შეუძლიათ ოქროს მედალოსნებს დაფინანსების მოპოვება - დეტალები
1781642607
ტიკტოკ-ლაივში დაწყებული კონფლიქტის გამო, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს სასტიკად გაუსწორდა.
დაპირისპირება კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ არასრულწლოვანს შორის, ლაივში ჩართვას მოჰყვა. მეორე მოზარდი საქმის გასარჩევად დაიბარა, სასტიკად სცემა და ვიდეო გადაუღო.
ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მოხდა. დაზარალებულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
ექიმებმა მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და დღემდე წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მითითებული მუხლი სასჯელის სახით 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.