შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი
1781714477
ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და კაჭკაჭური კანონდამრღვევად ცნო. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ სასამართლოს კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინა.
„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამმართველოს შესაბამისმა თანამშრომლებმა დააიდენტიფიცირეს სავარაუდო სამართალდარღვევა, კერძოდ მოქალაქე გია კაჭკაჭურის მიერ სოციალურ სივრცეში განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, რაც მიემართებოდა ბატონ ლევან სანიკიძეს. აღნიშნული საქმის მასალები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან ერთად გადაიგზავნა სასამართლოში და დაიწყო სამართალწარმოება.
სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა კაკიაშვილმა.