შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი
1781714477
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს კანცელარიის ხელმძღვანელი სუბბუ რამეში და ადმინისტრაციული ასისტენტი მარინა იმერლიშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკა გააცნო და ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურის და ინდოეთის კომპეტენტური ორგანოების მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და მისი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.