თენგიზ შარმანაშვილი ონლაინ პლატფორმასთან დაკავშირებით ზურა გირჩი ჯაფარიძის ინიციატივაზე: გაეკეთებინა ეს პლატფორმა ვიდრე გარეთ იყო თუ ეს მიზანშეწონილად მიაჩნდა ახლა, რომ ციხეში მოსდის ეს იდეები

თენგიზ შარმანაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ონლაინ პლატფორმის შექმნის თაობაზე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინიციატივას ეხმაურება.

„გახსოვთ ორშაბათს გაგაცნობთ გეგმას? ყოველ პარასკევს გვეუბნებოდნენ, რომ ახალ გეგმას გაიცნობთ ორშაბათს. გაეკეთებინა ეს პლატფორმა ვიდრე გარეთ იყო თუ ეს მიზანშეწონილად მიაჩნდა ახლა, რომ ციხეში მოსდის ეს იდეები“, - განაცახდა თენგიზ შარმანაშვილმა.