სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და მას მხნეობას ვუსურვებთ - გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძე

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და მას მხნეობას ვუსურვებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ის მხარს უჭერს როგორც ნიკა გვარამიას, ასევე ყველა პოლიტიკურად დევნილ და შევიწროებულ ადამიანს.

„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და ვუსურვებთ მას მხნეობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა შეიძლება კიდევ ერთი კრიმინალური ნაბიჯი გადადგას თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ ვართ ნიკა გვარამიას გვერდით, ისევე როგორც ვართ ყველა პოლიტიკურად დევნილი და შევიწროებული ადამიანის გვერდით“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

გიორგი ბარამიძის კომენტარს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.