სოზარ სუბარი: პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით. მათ ვერ მოუნელებიათ, რომ სააკაშვილი არ არის დღეს საქართველოს პირველი პირი, რადგან მათ გარანტირებული ექნებოდათ მეორე ფრონტის გახსნა

სოზარ სუბარი

პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი, გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიქართული განცხადებებით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. ამ კომენტარით სუბარი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

„ამ ანტიქართულ განცხადებებს უდევს რამდენიმე საფუძველი. მათ ვერ მოუნელებიათ დღემდე, რომ სააკაშვილი არ არის დღეს საქართველოს პირველი პირი, რადგან სააკაშვილის პირველი პირობით მათ გარანტირებული ექნებოდათ საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა“, - აცხადებს სუბარი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.