შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა, თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც - ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა. ამის შესახებ მან უკრაინელ ლგბტ ვეტერანებთან და შვედური ლგბტ ორგანიზაცია RFSL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ~

ანჯაფარიძის განცხადებით, თუკი შვედეთმა უკრაინას დაუყენა აღნიშნული პირობა, იგივე პირობას დაუწესებს საქართველოსაც, რამდენადაც ჩვენი ქვეყანაც უკრაინის მსგავსად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. 

„შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა. ამის შესახებ მან უკრაინელ ლგბტ ვეტერანებთან და შვედური ლგბტ ორგანიზაცია RFSL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა. ინფორმაციის სიზუსტისთვის - ეს წერია მინისტრის ინსტაგრამ გვერდზე. თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც. ინფორმაცია განსჯისათვის!“,- წერს ანჯაფარიძე.