მძიმე ავარია თბილისში - დაღუპულია სკუტერის მძღოლი
1754137884
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში პატრიარქს ანგელოზის დღეს ულოცავს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დიდი სიყვარულითა და მადლიერებით ვულოცავთ მისი მფარველი წმინდანის - წმინდა ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მთელი ჩვენი სამსახურის სახელით გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია მისალოც ტექსტში.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა.
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603