შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი
1781714477
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს გაეროს ბავშვთა ფონდთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
იზაბელა კასტროჯოვანიმ აღნიშნა საქართველოსა და UNICEF-ს შორის წარმატებული თანამშრომლობა ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავების პროცესში. მისი თქმით, საპროგრამო დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებია და გამოხატა კონკრეტულ ინიციატივებზე საქართველოს პარლამენტთან მუშაობის მზაობა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გაეროს ბავშვთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს წევრია და აქტიურად ჩაერთვება მის საქმიანობაში.
შალვა პაპუაშვილმა UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა გააცნო.
შალვა პაპუაშვილმა იზაბელა კასტროჯოვანის ახალ პოზიციაზე საქმიანობაში წარმატება უსურვა.