დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაფინანსებები შეწყდა, საქართველოში სიძულვილი, ძალადობა, ექსტრემიზმი ფინანსდება ევროპული წყაროებიდან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან. სამარცხვინოა, როდესაც ევროპის ზოგიერთი ინსტიტუცია თავს აიგივებს ექსტრემიზმთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს უნდა შეწყდეს.
„ექსტრემიზმსა და ძალადობას ყველგან ერთნაირი სახე აქვს და ამ სახეს ჩვენ ვხედავთ ხან თბილისში, ხან ბერლინში, ხან პარიზში, ხან ლოს ანჯელესში და ასე შემდეგ. ევროპაში ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ცუდია, როცა მათ პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, ხოლო კარგი და მშვიდობიანია, როცა ქართველ პოლიციელს ესვრიან. ეს არის პრობლემა. ზოგიერთ ევროპელს ჰგონია, რომ მაშხალების სროლა და შენობების დაწვა ცუდია ბერლინში და კარგია, თუ საქართველოს პარლამენტს წვავენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანები. ეს არის ღირებულებითი კრიზისი, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში არის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, მათ შორის ბრიუსელში. ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, ხანდახან როგორი უტიფარია ზოგიერთი უცხოელის დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. ერთი მხრივ, მაღალი ტრიბუნიდან ქადაგებენ პლურალიზმს, მშვიდობიან განვითარებას და, მეორე მხრივ, პირდაპირ აფინანსებენ ექსტრემიზმს. მას შემდეგ, რაც ყველამ ვიცით, რომ აშშ-ის დაფინანსებები შეწყვეტილია, სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა და ექსტრემიზმი საქართველოში ფინანსდება ევროპული წყაროებიდან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან. სამარცხვინო მდგომარეობაა, როდესაც ევროპის ზოგიერთი ინსტიტუცია თავს აიგივებს ექსტრემიზმთან, ეს უნდა შეწყდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ამოცანებს და შეწყვიტონ ექსტრემიზმის გამართლება, წახალისება და დაფინანსება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.