1748031443
შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: მნიშვნელოვანია, ოპოზიციას გამოეყოს კვოტები. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ ითვისებს, ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ კომისიამ ვერ იმუშაოს

საგამოძიებო კომისია შედგება 10 წევრისგან. კვოტებია ასეა გადანაწილებული: უმრავლესობას 10 წევრიდან 5 წევრის დასახელების უფლება აქვს, ოპოზიციასაც 5 წევრის, საიდანაც ოპოზიციას დღეს დასახელებული ჰყავს 3, ხოლო ის კვოტები, რომელიც გათვალისწინებულია უფრაქციო ოპოზიციის წევრისთვის, ისინი არ ითვისებენ თავის კვოტებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„მნიშვნელოვანია, ოპოზიციას გამოეყოს კვოტები, ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ აითვისონ, ამას აითვისებენ თუ არა, ეს მათი პასუხისმგებლობაა. კონსტიტუციისა და რეგლამენტის ჩანაწერი გულისხმობს, რომ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ნახევარი იყოს უმრავლესობა ნახევარი ოპოზიცია, კვოტები ასე გამოყოფილი. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ ითვისებს, ეს არ უნდა იყოს მიზეზი რომ კომისიამ ვერ იმუშაოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა 2025 წლის მარტში დაიწყო.