საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა წილკანში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სათბური დაათვალიერა

ვალიდ აბუ-ჰაია

ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავი დიხტერი და საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ-ჰაია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძესთან ერთად, წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ჰიდროპონიკის ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური დაათვალიერეს.

ჰიდროპონიკის სისტემა ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც კულტურების ნიადაგის გარეშე მოყვანის შესაძლებლობას იძლევა, რაც პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და ფერმერების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.

წილკნის ბაზაზე ჰიდროპონიკის ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური 2023 წელს, ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით აშენდა.