1758053825
ირაკლი კობახიძე ქობულეთში, „ჩელე არენას“ მოედნების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, ქობულეთში, „ჩელე არენას“ მოედნების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში შეიცვალა მინდვრის საფარი, ორ მცირე სტადიონზე მოეწყო განათებები, განხორციელდა ტრიბუნებისა და ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
ამასთან, მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც განათებებისა და ტრიბუნების მოწყობას მოიცავს, წლის ბოლომდე დასრულდება, პროექტის ღირებულება კი 3 მილიონ ლარამდეა.