შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1758119455
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროცესი 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა საქმის განხილვა 15:30 საათზე დაიწყო, რადგან ელენე ხოშტარიამ ადვოკატზე და, ზოგადად, დაცვის უფლებაზე თქვა უარი, სასამართლომ კი მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზეც უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა.
გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს