1758053825
„აღიარებს დანაშაულს, ინანიებს ჩადენილ ქმედებას“ - ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელი ქალის ადვოკატი

არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა. პროკურორის ამბობს, რომ ხატია ვიბლიანმა 15 წლის მოზარდს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"უმიზეზოდ არაფერი არ ხდება. ძალადობის მომხრე არ ვარ. დანარჩენზე ესაუბრეთ ჩემს ადვოკატს", - აცხადებს ბრალდებული ხატია ვიბლიანი.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ნანობს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
"ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო სხდომაზე გავაჟღერე კიდეც. ინანიებს ჩადენილ ქმედებას... იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში დაზარალებული არასრულწლოვანია, მეც თავს შევიკავებ რაღაც გარკვეული დეტალების გახმაურებისგან", - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.