„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად...“ - რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს
1762336424
ოპოზიცია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება. პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ ხელისუფლებას სურს ევროკავშირში გაწევრიანების აღდგენა, მისი შეფასებით, უნდა შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.
"თუ დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებას უნდა ევროკავშირში გაწევრიანების აღდგენა, უნდა შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.
საქართველოს მოქალაქეს არ სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება, კაცის კაცზე ქორწინებას ნიშნავს. ეს არის ტყუილი, ეს არის აბსურდი, ეს არის რუსული პროპაგანდა და ამიტომ არის, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას", - აღნიშნა ბოკუჩავამ.