„ახალი თვალით ვუყურებ სამყაროს…“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745610132
სალომე ზურაბიშვილი ისევე ტროლავს ქართულ ოპოზიციასა და საზოგადოებას, როგორც რუსმა ტროლებმა მას გაუკეთეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „გირჩს“ პროცესებში ჩართვა არ სურს და ამბავს სერიოზულად არ უყურებს.
„ჩემი აზრით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ისევე ტროლავს ქართულ ოპოზიციასა და საზოგადოებას, როგორც, თუ არ ვცდები, რუსმა ტროლებმა თვითონ გაუკეთეს. ამ პროცესში ჩვენ არ გვინდა ჩარევა და სერიოზულად არ ვუყურებთ ამ ამბავს. აქამდე რომელიღაც პლატფორმაში გაერთიანებულ ჩვენს ოპოზიციას ამ თემას გასართობად დავუტოვებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად მუშაობას იწყებს.