კრემლი: პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა კონსტრუქციული და სასარგებლო იყო

სტივ უიტკოფი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, კრემლში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

უშაკოვის თქმით, პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა კონსტრუქციული და სასარგებლო იყო და სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მხარეებმა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა განიხილეს. მოლაპარაკებებმა მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციების დამატებით დაახლოება შესაძლებელი გახადა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხებზეც“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.