ტრამპი: რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს - წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის

ტრამპი

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს - წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინამ შეერთებულ შტატებთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების საბოლოო დოკუმენტებს ხელი [ჯერ] არ მოაწერა. ეს, სულ მცირე, სამი კვირით დაგვიანებულია. იმედია, მას დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს. რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.