1745863963
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) სამართლებრივ ატაშეს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ატაშესთან ალექსანდერ ტიგაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.
აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) ატაშემ ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, სუსის უფროსის მოადგილე გელა გელაძე, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ბაჩა მგელაძე და FBI-ის ატაშეს მოადგილე სემუელ ჰენკსი.