ევროპელებს რომ 2008 წელს უფრო ხისტი პოზიცია ჰქონოდათ, დღეს ეს [ომი უკრაინაში] არ მოხდებოდა... თუმცა მაშინ ჩვენ გადაგვარჩინეს ევროპელებმა - ანა წითლიძე

ანა წითლიძე

"2008 წელს რომ არ გაიქცა და ეს ქვეყანა ბოლომდე დაიცვა - ასეთი საქართველოს პრეზიდენტი უზის დღეს "ქართულ ოცნებას" რუსულ ხელისუფლებას ციხეში" -  ამის შესახებ პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

ანა წითლიძის თქმით, 2008 წელს ევროპელებს მეტად ხისტი პოზიცია რომ გამოეხატათ საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც რუსეთი შემოიჭრა, დღეს უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა.

"ევროპელებს რომ 2008 წელს უფრო ხისტი პოზიცია ჰქონოდათ, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, საქართველოსთან მიმართებაში, დღეს არ მოხდებოდა [ომი უკრაინაში] და ამას ამბობდა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მაშინ ჩვენ გადაგვარჩინეს ევროპელებმა, მაშინ გადაგვარჩინეს. ევროპული ქვეყნის პრეზიდენტები, რომლებიც აქ რუსთაველზე იდგნენ და ენა როგორ უნდა მოუბრუნდეთ ახლა რომ თქვან, რომ ეს შეიძლება შიდა საქმეებში ჩარევა ყოფილიყო, თორემ ოკუპაცია იქნებოდა სრული.

ახლაც, ჩვენი ევროპელი პარტნიორები არ უჭერენ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას და ეს უნდა დავასრულო - მაშინ, 2008 წელს რომ არ გაიქცა და ეს ქვეყანა ბოლომდე დაიცვა - ასეთი საქართველოს პრეზიდენტი უზის დღეს "ქართულ ოცნებას" რუსულ ხელისუფლებას ციხეში", - აცხადებს ანა წითლიძე.