1745863963
წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„28 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, ნ.რამიშვილის ქ. N2-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 28 აპრილს 22:00 საათიდან 29 აპრილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში:
ზურაბ ნაირაშვილის ქუჩა - ყოფილი აეროდრომის დას. მე-8 და მე-10 ქუჩებს, ჯავახეთის N1-21 (კენტები), N14-104 (ლუწებს), 17 შინდისელის ქუჩას, ზურაბ ჩაჩუას ქუჩას, ზურაბ ჩაჩუას I და II გასასვლელს, ძეგლევის, პეტრე ხვედელიძის, ნოე რამიშვილის N38 ქუჩებს, კახეთის გზატკეცილს N7, N10, N 33 და N33ა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.