TIMES NOW ავიაკატასტროფის ადგილიდან კადრებს აქვეყნებს - რა არის ცნობილი, ამ დროისთვის
1749726885
დღეს საკანონმდებლო ორგანო, პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურაზე იმსჯელებს და კენჭს უყრის.
გენერალურ აუდიტორს, ქვეყნის პირველი კანონმდებლის წარდგინებით, პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს. გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას აფასებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება აუდიტის სამსახურს კიდევ უფრო გააძლიერებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი კორუფციასთან ბრძოლაა და ამ მხრივ გენერალურ აუდიტორს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.