“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს. ავიაკატასტროფის ადგილიდან ადგილობრივი მედია TIMES NOW კადრებს აქვეყნებს
Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
გამოცემა BBC-ის ცნობით, ბორტზე ინდოეთის 169, ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა.
BBC-ის ცნობით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა - ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
ზოგიერთი ადგილობრივი მედიის ინფორმაციის, ინდოეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 110 ადამიანი დაიღუპა, თუმცა , ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია არ გაკეთებულა.
ამ დროისთვის, აჰმადაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია.