1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
საკანონმდებლო ორგანოში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების კითხვებს გიორგი ხოჭავა უპასუხებს, რომელიც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
მმართველ პარტიაში მსგავსი საკითხების საჯაროდ განხილვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ, ოპოზიცია კი მიმდინარე პროცესს უნდობლობას უცხადებს.
"რეალურად, ამ საგამოძიებო კომისიამ, რაღაც დონეზე, აზრი დაკარგა... ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები და საქმის ფიგურანტები ამ გამოძიების ფარგლებში არ დაკითხულან. შესაბამისად, მიზანი - გამოძიებულიყო ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც იყო "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს... ჩვენ ამას ვერ ვხედავთ", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი.
სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 10:00 საათისთვის დაიწყება