1747078777
5 სეზონური ხილი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის

სეზონურ ხილს, რომელიც მწიფდება გაზაფხულზე, შეუძლია ორგანიზმი უზრუნველყოს ვიტამინებით, ბოჭკოებითა და საკვები ნივთიერებებით. ესენია:
მარწყვი
მდიდარია C ვიტამინით, ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოებით. აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ამცირებს ანთებას.
ალუბალი
ძლიერი ანტიოქსიდანტია. ხელს უწყობს ძილის რეგულაციას და ანთების შემცირებას.
ალუჩა
მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით C ვიტამინით), აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ასტიმულირებს მადას.
გარგარი გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში ჩნდება ქართულ ბაზარზე და ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია.
მისი ძირითადი თვისებები: გარგრის სასარგებლო თვისებები:
ვიტამინებით მდიდარი
შეიცავს A, C და E ვიტამინებს – განსაკუთრებით ბევრია ბეტა-კაროტინი, რომელიც თვალებისა და კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
ანტიოქსიდანტური მოქმედება
გარგრის ნაყოფი და თესლიც კი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავენ უჯრედებს დაბერებისა და ანთებისგან.
ქლიავი – მდიდარია A და C ვიტამინებით. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას და ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას.