1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ის პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს, კარგია, მაგრამ - არასაკმარისი. ნამდვილად მგონია, რომ მიშა იმსახურებს იმას, რომ მიშას ბანერი პროევროპულ აქციებზე იყოს. მეორე ამბავი ის არის, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ ამ პროცესში. მგონია, ამ სექტორშიც ბევრი პრობლემაა, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე.
მისივე თქმით, ყველამ, ვინც ამბობს, რომ საერთო ბრძოლაშია, პერსონალური ზიზღი "თავისთვის უნდა შეინახოს".
"რეალურად, აღმოჩნდა, რომ არაფერი ამ ერთობაში ღირებული არ იყო, რადგან პირველივე შესაძლებლობაზე დანას ჩაგარტყამენ ზურგში.
მაინტერესებს, ვინ იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ვინც სტრატეგიას გეგმავდნენ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების. ისინი იძლეოდნენ ინსტრუქციას, რომ ომზე არ უნდა ილაპარაკო...
სალომეს რა შეცვლიდა, რაც იყო 2018-ში, ის იყო მერეც. უბრალოდ, კონკრეტულ სიტუაციებში კონკრეტული სწორი პოზიციები ჰქონდა, შესაბამისად, ამიტომაც ვმონაწილეობდით და ვითმენდით გახარიასგანაც მაგ დამოკიდებულებას. ნამდვილად მგონია პრობლემა, რომ "ნაცმოძრაობა" არ არის მკაფიო მათ შორის, დამოკიდებულებებში, რამაც რეალურად დაგვაკარგვინა ამომრჩეველი. არის რაღაცები, რაშიც თვითონ სააკაშვილი უნდა იყოს მკაფიო და თვითონ უნდა ისაუბროს.
ბიძინა ივანიშვილი რომ დარჩა ხელისუფლებაში, ჩემთვის სულერთი იყო, ვის რა შედეგი ექნებოდა იმ არჩევნებზე. ვიღაცები ზეიმობდნენ, "ახლები" დარბოდნენ, ნაცებს გავასწარითო და ეგ ეგონათ.
"მთავარი" მაშინ არ დაკეტილა, როდესაც ბიძინა დასანქცირებული არ იყო. ძალიან ძლიერად იყო და 5 დღეში გაიხსნა. მარტო გვარამიამ გახსნა? არ გაუხსნია მარტო გვარამიას. ის მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა და "მთავარის" დახურვაზეც პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მისია. მაშინ მოხერხდა, რომ 5 დღეში აღდგენილიყო.
ბევრი გაქოცდა. ეგრე გვარამიაც ნაცი იყო, მაგრამ აღარ არის. რა ვიცი, ახერხებს ბიძინა, რომ ვიღაცები იყიდოს.
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ვიძახდით და დღემდე გვქონდა პოზიცია, რომ ერთადერთ შემთხვევაში რომ შეიძლება ვიფიქროთ ადგილობრივ არჩევნებზე, თუ მაგალითად, მთელი ოპოზიცია, ყველა შეთანხმდებოდა იმაზე, რომ ერთი კანდიდატი და მოდი, თბილისისთვის ვიბრძოლოთ ყველამ ერთად, მაგრამ ვერ შეთანხმდებიან მაგაზე იმიტომ, რომ გახარია თავისკენ იქაჩება, "ლელო" თავისკენ იქაჩება, "ახლებიც" თავისკენ იქაჩებიან და ა.შ.
როცა ვამბობ, რომ მკაფიოობა უნდა იყოს ამ ყველაფერში და "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა დაიწყოს მკაფიოდ ლაპარაკი - მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რა ვიცი, სალომე ზურაბიშვილის იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს. მათ შორის, მკაფიოობა უნდა იყოს გვარამიასთან მიმართებაში და უნდა დაერქვას რაღაცებს სახელი. თუ გვინდა, ეს ვაკხანალია მორჩეს და რომ ვერ გაარჩევ, ვინ ვინ არის, აზელილი რომ არის ოპოზიციური ველი და სამოქალაქო სექტორი და პროფესორები რომ ჰგონიათ ყველაფერში თავი, სხვანაირად ეს ვერ მორჩება თუ ვინმემ არ დაიწყო. თან არაფერი გამოვიდა აქედან. რის გამოც ვითმინეთ, ერთობის გამო, ეგ არ გამოვიდა.
რა პროცესი მიდის - ხომ ითქვა, რომ ეს ოთხი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს [ადგილობრივ არჩევნებზე], ამ დროს, გახარიამ უკვე თქვა, რომ ვიღებ მონაწილეობას, ლელო - ეთერში ერთს იძახიან და აქტივთან რომ ჩადიან - სხვას. მე ზეპირად ვიცი, მაგალითად, სამეგრელოში ვინ ეყოლებათ სიაში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. შტერები ხომ არ ვართ. ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, "ახლებმაც" მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო "ნაციონალურ მოძრაობას" ამაში. ეს იქნება რეალობა. ოთხიდან ორი ამ ყველაფრისთვის ემზადება. მაჟორიტარებს აკომპლექტებენ და სიებს წერენ. მე ველი, რომ მარტო დავრჩებით.
არჩევნებში შანსი არ აქვს ოპოზიციას. ყველაფერს გააკეთებს ბიძინა, რომ მოგებულ უბანს წაართმევს, ჯერ ერთი ვერც მოიგებენ. წარმოდგენა არ აქვთ, ბიძინა სად უყალბებს არჩევნებს.
2020-ში ერთი შეცდომა დავუშვით მთელმა ოპოზიციამ: ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია. სამი წელი გავატარეთ სისულელეში.
ვაშაძემ უბრალოდ დააანონსა, ალყა შემოვარტყათ პარლამენტსო და რომ გამოვარდნენ და პოსტები უძღვნეს, კინაღამ ვაშაძე დააჭერინეს. სამოქალაქო სექტორს წარმოადგენენ ეგ ადამიანები და სტრატეგიულ კომუნიკაციებს პარტიებთან ესენი ხელმძღვანელობდნენ ახლა საარჩევნოდ ერთხელ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მაინც ილაპარაკეთ, სანამ 13 წლის წინანდელ ნაცების პასუხისმგებლობაზე ილაპარაკებთ, როცა ყველა ციხეში ჩაჯდა საერთოდ. ვაშაძეზე დაწერეს, რომ დასაჭერიაო, უბრალოდ რომ თქვა, ალყა შემოვარტყათ პარლამენტსო. პოლიტიკოსებზე მეტი პასუხისმგებლობა სამოქალაქო სექტორის არის ნამდვილად.
ნაცებმა ყველას დაძახებულ აქციაზე უნდა ვიაროთ, უბედურებები ჩვენ უნდა ავიტანოთ, მაგრამ ჩვენ, ნაცებს, იმის უფლება არ გვაქვს, რომ ჩემმა მხარდამჭერმა მიშას ბანერი გაშალოს. აქ თანასწორობა სად არის? სად მოსულა ასე, რომ მე უნდა შევაკვდე რაღაცას და შენ ფეხებზე უნდა გეკიდო ამ ყველაფერში", - აცხადებს წითლიძე.